LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაპიტოს“ შემსრულებელი სეა თბილისში 27 ნოემბერს კონცერტს გამართავს

364

ბოლო დროის ცნობილი ჰიტის „პაპიტოს“ შემსრულებელი, რუმინელი მომღერალი Seeya გახლავთ. მისი სიმღერა ისმის ყველგან, სადაც უნდა შეხვიდეთ. „პაპიტო“ განსაკუთრებით ინტერნეტშია მოდური, საქართველოში ამ სიმღერას უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.

მათთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა პროდიუსერმა ეკა ჩიტაშვილმა, რომელიც მომღერლის წარმომადგენელია აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, სეა მალე თბილისში ჩამოვა. პროდიუსერმა ამის დასადასტურებლად სპეციალური ვიდეოც ატვირთა, სადაც მომღერალი თბილისში კონცერტზე გვეპატიჟება.

ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება კონცერტი და რა ეღირება ბილეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები