LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიებმა 1-21 აგვისტოს ჯამურად 4 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

61

მიმდინარე წლის 1-21 აგვისტოს პერიოდში, ყველაზე მეტი შემოსავალი – 3 412 420 ლარი ”ქართულმა ოცნებამ” მიიღო. აქედან,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით,  3 239 000 ლარი შემოწირულობაა, 173 420 ლარი კი – საბიუჯეტო შემოსავალი.

156 294 ლარის შემოსავალი მიიღო ”ევროპულმა საქართველომ”. აქედან 77 450 ლარი შემოწირულობაა, 78 844 ლარი კი – საბიუჯეტო შემოსავალი.

სულ პარტიების ჯამურმა შემოსავალმა მიმდინარე წლის 1-21 აგვისტოს პერიოდში 4 129 325 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 3 333 882 ლარი შემოწირულობაა, ხოლო 807 258 ლარი – საბიუჯეტო შემოსავლები.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, 90 741 ლარი შეადგინა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ჯამურმა შემოსავალმა. აქედან 85 144 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, 5 232 ლარი კი – შემოწირულობა; ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” შემოსავალმა 83 086 ლარი შეადგინა, ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” შემოსავალმა კი – 61 951 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები