LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა

65

ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა,  პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ცისანა შარტავამ განაცხადა, რომ ილია მეორის გერმანიაში გამგზავრება წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა სამი დღის წინ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და გამგზავრება დაჩქარდა. შარტავა არ გამორიცხავს, რომ პატრიარქს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.
”პატრიარქის თვითგრძნობა დამაკმაყოფილებელია. შეიძლება ითქვას კარგია. ექიმის ენით რომ ვთქვათ, მას ჩივილები არ აქვს, მაგრამ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დეკემბერში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოიკვეთა ნაღველკენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება. მაშინ ყველაფერი სასიკეთოდ ჩათავდა, მაგრამ სამი დღის წინ იყო ხანმოკლე ტემპერატურული რეაქციის ეპიზოდი. მას თვითშეგრძნების მხრივ სხვა არაფერი ჰქონდა, მაგრამ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტშის ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია შემდგომი გართულება, ამიტომ სპეციალისტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ”, – განაცხადა ცისანა შარტავამ, რომელიც კარდიოლოგ შალვა პეტრიაშვილთან ერთად პატრიარქს ბერლინში გაჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები