LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციას მართავს

47

“ჩვენს ირგვლივ ერთიანდება ყველა პატრიოტი, ჩვენ ველოდებით ყველა პარტიას და ადამიანს, ვისაც აღელვებს საქართველოს ბედი,” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა, პარტიის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.  კვიციანის თქმით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი შიმშილობას აპირებს.

“რა რიცხვიცაა დღეს, იმდენი ადამიანი დაიწყებს შიმშილობას. დღევანდელი აქციის მოთხოვნებია: პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლებისთვის ჩაჩოჩებულია მეხუთე პლანზე; ასევე, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა სამართლიანობა აღდგეს. უნდა დაბრუნდნენ დევნილები საკუთარ სახლებში!”- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ადა მარშანიას განცხადებით, ქვეყანაში სასიკეთო არაფერი ხდება. მისივე თქმით, აქციის მთავარი მიზანია ქვეყნის გამთლიანება.

“ჩვენ კონკრეტული წინადადებით შევედით პარლამენტში და ვითხოვთ, გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის უპირველესი ამოცანა და მიზანი იყოს ქვეყნის გამთლიანება. ჩვენთვის, ასევე, მოუღებელია საარჩევნო სისტემა. არჩევნებით იწყება ყველაფერი: თუ არ მოვიყვანთ ნორმალურ ხალხს ხელისფლებაში, გავაგრძელებთ ისევ ტრაგიკულ სვლას,”- განაცხადა მარშანიამ.

პარტიის წევრები და მხარდამჭერები ამ წუთებში თბილისში, ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და  ისინი მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები