LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერიზ ჯექსონი მამის შესახებ აგორებულ სკანდალს ეხმიანება

164

რამდენიმე დღის წინ მაიკლ ჯექსონის სექსუალური მიდრეკილებების შესახებ პრესაში კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, ამერიკულმა ტაბლოიდმა „რადარ ონლაინმა“ გამოაქვეყნა მასალა,რომლის მიხედვითაც, 2003 წელს ჯექსონის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ბავშვების პორნოგრაფიულ მასალას მიაგნო.

მასალის გამო დაწყებული სასამართლო პროცესი 2005 წელს ჯექსონის გამართლებით დასრულდა, მას პედოფილიის შემთხვევები ვერ დაუდასტურეს.

აგორებულ სკანდალს მომღერლის 18 წლის შვილი, პერიზ ჯექსონი გამოეხმაურა და სისულელე უწოდა.

„სამწუხაროდ, ნეგატივი ყოველთვის კარგად იყიდება. მოგმართავთ ყველას : არ მიაქციოთ ყურადღება ამ ამბავს, არ მისცეთ საშუალება პარაზიტებს, კარიერა ბოროტებით ააწყონ. ყველაზე სუფთა ადამიანები ყოველთვის თავდასხმის ობიექტები ხდებიან, ეს მხოლოდ ადასტურებს, რომ ჩემი საყვარელი მამა ყოველთვის იყო და რჩება უდანაშაულოდ,“ – ამბობს პერიზ ჯექსონი.

მუსიკოსის ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლები კი განცხადებას ავრცელებენ :

„შაბათს 7 წელი შესრულდება, რაც მსოფლიომ დაკარგა არაჩვეულებრივი შემსრულებელი, რომელმაც სიცოცხლე მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ გაჭირვებულ ბავშვებს მიუძღვნა. მაიკლის თაყვანისმცემლებსა და კოლეგებს ახსოვთ მისი სუფთა იმიჯი და არ აქცევენ ყურადღებას, როგორ ცდილობს მედია კიდევ ერთხელ, ტალახში ამოსვრას. სტატიებში ყველა სიტყვა ტყუილია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები