LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველადი მონაცემებით, ოზურგეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს

34

პირველადი მონაცემებით, ოზურგეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.

ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე სახლებს სახურავები გადახადა, რის შედეგადაც საცხოვრებელი ფართები დაიტბორა. დაზიანებულია გრიშაშვილის, კალანდარიშვილის, თავისუფლების, ბაქრაძის, მოსკოვის და ნინოშვილის ქუჩებზე მდებარე სახლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები