LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: გპირდებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებლებს გადასახადებს გავუუქმებთ

233
es5kaw4k

“თქვენ იცით ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი განწყობა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი საქართველოში ორგანულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას და ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს,”- ეს განცხადება  პრემიერმა ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმის გახსნაზე გააკეთა.

მამუკა ბახტაძე საზოგადოებას ჰპირდება, რომ სახელმწიფო გადასახადებს გაუუქმებს ყველა მეწარმეს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს.

“გპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ და საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს ყველა იმ მეწარმისთვის, რომელიც საქართველოში იქნება დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით. ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ეს არის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი გადავიყვანოთ განვითარების ახალ დონეზე”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ

 

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას უწყობს ხელს და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

ღონისძიებაზე ბახტაძესთან ერთად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აგროსაინვესტიციო ფორუმი ყველა რეგიონში ჩატარდება, რათა აგროსასურსათო კუთხით მათი პოტენციალის წარმოჩენა მოხდეს.

„ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წარმოების ზრდა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დარგის სტიმულირების, განვითარების და ხელშეწყობისთვის არაერთი აგროპროექტი შემუშავდა, წარმატებით ხორციელდება და დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g