LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მეშახტეთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს

39

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. ის მეშახტეთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.

კვირიკაშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს.

“ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი”, – ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები