LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგაში ჩელსი გაიმარჯვებს: სხვა რა თქვა სუპერკომპიუტერმა

84

სუპერკომპიუტერმა პრემიერლიგაში „ჩელსის“ გამარჯვება და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩავარდნა იწინასწარმეტყველა.
მოურინიოს ნაღდად არ მოეწონებოდა ეს ოხუნჯობა.

სალფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საფეხბურთო პროგნოზებისთვის პროგრამა მოიფიქრეს. დამატება SAM (Sports Analytics Machine) დაითვალა პრემიერლიგაში დარჩენილი ყველა შეხვედრის შედეგი და დაასკვნა, რომ ჩემპიონი „ჩელსი“ გახდება. სხვაობა ამჟამინდელ ლიდერსა და უახლოეს მდევარს შორის 7 ქულას შეადგენს.

მეორე ადგილზე „ტოტენჰემი“ გავა, რომელიც ქულით გაასწრებს „ლივერპულს“ და „მანჩესტერ სიტის“. შემდეგ იქნებიან „არსენალი“ და „იუნაიტედი“.

დღეისათვის „ჩელსი“ პრემიერლიგას ლიდერობს.
„მანჩესტერმა“ ჩემპიონატში ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და მე-6 ადგილზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები