LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესორი ანჯელინა ჯოლი ლონდონში ლექციებს წაიკითხავს

44

მრავალშვილიანი დედა, რეჟისორი და მსახიობი, გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი ახლა უკვე ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის მოწვეული პროფესორია.

2015 წელს აღნიშნულ სასწავლებელში ქალის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეების კვლევის ახალი ცენტრი დაარსდა, რომელიც ანჯელინამ დიდი ბრიტანეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უილიამ ჰეიგთან ერთად გახსნა. ახლა კი ორივე მათგანი წაიკითხავს ლექციებს, მიიღებენ მონაწილეობას სახალხო ღონისძიებებში და გენდერული თანასწორობის პრობლემის გადასაჭრელად, ქალის როლის გასაძლიერებლად ეკონომიკაში, პოლიტიკასა და საზოგადოებაში ღონისძიებებს დაგეგმავენ.

ანჯელინას ლექციების კურსი 2017 წლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები