LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროვოკაციები “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა – სალომე ზურაბიშვილი

32

პროვოკაციები არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციები მას არ გააჩერებს.

„ამის მტკიცებულებები არის ის, რაც ხდება პრაქტიკულად ყოველდღიურად ჩემი გამოსვლების დროს რეგიონებში. მაგრამ ეს არ არის ის, რაც მაჩერებს, როგორც იცით. არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს მთავარი აქცენტი. მთავარია, ჩემი ურთიერთობა ამომრჩეველთან,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ ინტერვიუზეც ჰკითხეს, რაზეც  ზურაბიშვლმა განაცხადა, რომ აღარასდროს განმეორდება ის, რაც მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა.

„მიჩნდება კითხვები, როდესაც ვადარებ იმას, რაც ხდებოდა წინა წლების დროს. როცა იყო ნამდვილი რეკეტი ბიზნესზე და როცა თქვენ ღიმილი არ გიჩნდებოდათ და არც კითხვები. როგორც მომავალი პრეზიდენტი, ვარ და ვიქნები მედიის დამცველი, ასევე ბიზნესის დამცველი. აღარასოდეს განმეორდება, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, როცა ბიზნესი იყო ყველანაირად დარეკეტებული. ეს პერიოდი დამთავრდა და აღარასოდეს არ დაბრუნდება. ჩემი პრეზიდენტობის დროს არ განმეორდება ის, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.