LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლეს

61

ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და მალაიზის რამდენიმე ოჯახმა ”მალაიზიური ავიახაზების” რეის MH17-ის კატასტროფასთან დაკავშირებით რუსეთსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლეს. BBC-ს ინფორმაციით, 33-მა ადამიანმა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 9 მაისს შეიტანა. მოსარჩელე მხარე რუსეთისგან თითოეული დაღუპული ოჯახის წევრის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს ითხოვენ.

ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის Boeing 777-მა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასში განიცადა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.
ექსპერტის შედეგად დადასტურდა, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები