LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები ჯარში არ წავლენ: უარი საკანონმდებლო წინადადებას

937

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ჯარში ქალების სავალდებულო გაწვევაზე საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

როგორც კომიტეტის დასკვნაშია აღნიშნული, ქალებს ნებაყოფლობითი უფლება აქვთ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარონ და იმსახურონ საქართველოს სამხედრო ძალებში. რაც შეეხება სავალდებულო გაწვევას, ქვეყანაში ამის აუცილებლობა არ არის.

“ნებისმიერი სახელმწიფო სამხედრო ძალებში მოქალაქეთა გაწვევის ფორმას და შინაარს განსაზღვრავს თავდაცვის პოლიტიკის საჭიროებების გათვალისწინებით. დღეისათვის, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკიდან და შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საჭიროებებიდან გამომდინარე, არ არსებობს ქვეყანაში ქალთა სავალდებულო გაწვევის აუცილებლობა და გათვალისწინებული არ არის შესაბამის სამობილიზაციო და თავდაცვის გეგმებში. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ამ ეტაპზე ეწინააღმდეგება ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის მოთხოვნებს და სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებულ პრაქტიკულ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალებს ნებაყოფლობითი უფლება აქვთ გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური და იმსახურონ საქართველოს სამხედრო ძალებში”, – ნათქვამია დასკვნაში.

ცნობისთვის, ჯარში ქალების სავალდებულო გაწვევის საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი მოქალაქე ირინა ბარბაქაძეა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება “სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში უნდა შესულიყო, რომლის თანახმადაც შემოვიდოდა ცნება – ჯარისქალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები