LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული „ქუჩის სტილის“ ვარსკვლავი (ფოტოები)

268

მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ქუჩის სტილი „ვოგისთვის“ საინტერესო გამოდგა. მისმა უკრაინულმა გამოცემამ საუკეთესო სთრით სთაილის მქონეთა ფოტოები გამოაქვეყნა მათ შორის ერთ-ერთი მოდური ჩამცმელის ფოტოც მოხვდა. ეს გოგონა არაერთხელ აღმოჩნდა სხვა გამოცემების ფურცლებზეც, ასევე საუკეთესოთა შორის. WMagazine.com-მა ასევე გამოაქვეყნა მისი ფოტოები, როცა წვრილი სათვალეების სიმრავლეზე მიანიშნა საქართველოში მოდურ ჩამცმელთა შორის. გამოცემამ დაწერა: „ყველაზე მაგარი თინეიჯერებითა და კონცეფტუალური მაღაზიებით ანდერგრაუნდ მოდის სცენაზე, საქართველოს დედაქალაქი თბილისი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის მბრწყინავი მთავარი წერტილია აღმოსავლეთ ევროპაში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე. რასაკვირველია, ადრეული შემოდგომის ნებისმიერი ლუქი ვერ იქნება დასრულებული ზომაზე დიდი სამოსისა და წვრილი სათვალეების გარეშე“.

შეიძლება ითქვას, რომ გოგონა, რომელიც „ვოგისა“ და Wmagazine-ის ყურადღების ცენტრში მოხვდა, ქართული სთრით სთაილის ერთ-ერთი გამორჩეული სახე გახდა ამ სეზონზე. თქვენ როგორ შეაფასებთ მის ჩაცმულობას?

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები