LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული თაფლის პრობლემები: ევროკავშირის ბაზარზე ისევ ვერ შევდივართ

180

ქართული თაფლის პრობლემები: ევროკავშირის ბაზარზე ისევ ვერ შევდივართ – გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია. თუმცა, ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე დღემდე მაინც ვერ გადის. მეფუტკრეები მიზეზად რამდენიმე მიმართულებას ასახელებენ, მათ შორის: ლაბორატორიის არარსებობა, რომელიც თაფლის სრულყოფილად შემოწმებას შეძლებს, თაფლის მცირე რაოდენობა და მეფუტკრეთა ცოდნა.

როგორც გადაცემა ”საქმის კურსს” “საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის” გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპაშვილი განუცხადა, მისთვის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი სრულყოფილი ლაბორატორიის არარსებობაა. მისი თქმით, ქართული ლაბორატორია თაფლს მხოლოდ 6-7- მონაცემებზე ამოწმებს, მაშინ, როდესაც დადგენილი სტანდარტი 35 მონაცემია.

“ეს არის მოთხოვნები, რომლებიც დაფუძნებულია ევროპაში მოქმედ სტანდარტებზე და რომელიც დაფუძნებულია ჩვენთან უკვე მოქმედი თაფლის ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებზე. საჭიროა, ლაბორატორია იკვლევდეს ამ მოთხოვნების შესაბამისად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არ შეუძლიათ და თუ ხვალ და ზეგ, ეს შესაძლებელი იქნება, მოხარული ვიქნები”,- აცხადებს კეპაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ლაბორატორიის შეზღუდვების გამო მწარმოებელს უწევს თაფლი ევროპაში გაგზავნოს და ნიმუშები იქ აიღოს, რაც თითო სინჯის შემთხვევაში დახალოებით 5 ათასი ევრო ჯდება. კეპაშვილი ამბობს, რომ ამ ხარჯის გაწევა კომპანიებს არ უღირთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები