LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები სარაევოს კინოფესტივალზე – რა ფილმი არის წარდგენილი კონკურსზე

208

სარაევოს კინოფესტივალზე ქართული ფილმი „ჰორიზონტი“მონაწილეობს. მთავარ როლებს მსახიობები  გიორგი ბოჭორიშვილი და ია სუხიტაშვილი ასრულებენ. ფილმი 2018 წლის თებერვალში გამოვიდა. მისი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი გახლავთ თინათინ ყაჯრიშვილი.

ამჟამად ფილმის გადამღები ჯგუფი სარაევოს ფესტივალზე იმყოფება, სადაც ფილმის შესახებ პრესკონფერენცია გამართეს, ასევე მიიღეს მონაწილეობა გახსნის ცერემონიალში და წითელ ხალიჩაზეც გაიარეს.

გიორგი და ანა ერთმანეთს ეყრებიან და ეს პროცესი სხვათა ჩარევის გარეშე არ გამოდის. განქორწინების შემდეგ კი ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც წარმოედგინათ.

ფილმს ფესტივალზე წარმატებებს ვუსურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები