მსოფლიოს ტოპბრენდები მოდელებისგან ზედმეტ სიგამხდრეს ითხოვენ და ამის გამო მომხდარი არაერთი ტრაგიკული შემთხვევაც გვახსოვს. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით სიგამხდრე მაინც მოდაშია და მათ შორის ქართველი ქალბატონებიც ცდილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველანაირი უგულებელყოფით, დაიცვან დიეტები და მიაღწიონ ისეთ ფორმებს, რომლებიც მათი აზრით, უკეთეს ვიზუალს მიანიჭებთ.
თუმცა.. ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის, არც სიგამხდრე და ამის დასადასტურებლად ის კრიტიკა გამოდგება, რომელიც ოთხმა ქართველმა გოგონამ დაიმსახურა, როდესაც მათი ძალიან გამხდარი სხეულები უარყოფითად შეაფასეს.
ია სუხიტაშვილი – რუსთაველის თეატრის მსახიობს კარიერის თვალსაზრისით საქმე მშვენივრად აქვს. ია სუხიტაშვილს მუდამ აქვს როლები სპექტაკლებში, კინოშიც იღებენ და ტელეპროექტებში ხან თავად არის მონაწილე, ხან კი კი მიჰყავს, როგორც ეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ და „X ფაქტორის“ შემთხვევაში მოხდა.
სწორედ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროს, როდესაც თამამი კოსტიუმების ჩაცმა უწევდა, გამოჩნდა იას უჩვეულო სიგამხდრე. მართალია, მსახიობი მუდმივად ინარჩუნებდა ფორმას და გასუქებული არც არავის ახსოვს, თუმცა მაყურებლის თვალმა მაინც შეამჩნია, რომ ნორმაზე მეტად გამხდარი იყო, რის გამოც სოციალურ ქსელში მის ფოტოებს აზიარებდნენ და კითხულობდნენ, რა დაემართა მსახიობს.
შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ პერიოდში სპექტაკლის რეპეტიციებზეც იყო დაკავებული და ტელევიზიაშიც, და ამ გადაღლილობამ და 24-საათიანმა მუშაობამ გამოიწვია წონაშე შესამჩნევი დაკლება. ამის შემდეგ მსახიობმა ცოტა მოიმატა და კვლავ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა…
ნინი ბადურაშვილი – ნინიც მუდმივად დაკავებულია, მაგრამ მისი თვალში საცემი სიგამხდრე აშკარად არ იყო გამოწვეული ზედმეტი შრომით. მას შემდეგ, რაც ნინიმ იმშობიარა, ფორმაში ძალიან სწრაფად ჩადგა და იმდენადაც, რომ სანაპიროზე გადაღებული ფოტოების ინტერნეტსივრცეში გავრცელების შემდეგ თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო.
თუმცა მისი წონაში კლება, სავარაუდოდ, იმ უსიამოვნო ამბებსა და ნერვიულობას უკავშირდებოდა, რომლებიც მეუღლესთან გაშორებას ახლდა თან…
ნინი ახლაც არ არის წონაში საგრძნობლად მომატებული, თუმცა გაცილებით უკეთეს ფორმაშია.
ნუცა კუხიანიძე – მსახიობი მედიასთან ურთიერთობით დიდად არ გამოირჩევა, ამიტომაც მისი ფოტოები, სადაც ისეა გამხდარი, რომ შეიძლება, ვეღარ იცნოთ, მისი სოციალური ქსელიდან გავრცელდა.
ნუცაც ასევე მუდამ ფორმაში იყო და გაშუქებული არც არავის უნახავს, თუმცა ინტერნეტში მისმა ბოლოდროინდელმა ფოტოებმა დიდი ინტერესი დაიმსახურა და გამოხმაურებაც ჰპოვა. მათ შორის იყო მისი მამამთილიც, ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც ამ თემაზე მოსაზრება ერთ-ერთ გამოცემასთან გამოთქვა და აღნიშნა, რომ რძლისთვის ზედმეტი სიგამხდრის გამო შენიშვნა მიუცია, თუმცა ნუცას მოსწონს ეს წონა და მას მუდმივად იცავს.
ნინი ნებიერიძე – მოდელი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობით გახდა, ამ ბოლო დროს ყვითელი პრესის გემრიელი ლუკმაც გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქალებთან რომანებით გამორჩეულ მილიონერს, მასზე ასაკით ბევრად უფროს თემურ უგულავას გაჰყვა ცოლად.
წყვილმა ამერიკაში იმოგზაურა და თბილისში ახლახან დაბრუნდნენ. ნინის ბოლო ფოტოებზე ჩანს, რომ მოდელი ძალიან არის გამხდარი. ეს მისმა „ფეისბუქ“-მეგობრებმაც შეამჩნიეს, მათ შორის, კახა მამულაშვილმა დაუწერა, რომ ნინი ძალიან გამხდარია, რაზეც მოდელმა უპასუხა: „გახდი – აღარ მიხსენოთ…“