LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დიზაინერის კოლექცია კიმ კარდაშიანმა და ანა დელ რუსომ შეაფასეს

93

ქართველი დიზაინერი, გოლა 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით მოდის ინდუსტრიის შუაგულში, პარიზში წარდგა. სპეციალურ ივენთზე, რომელიც ცნობილმა მოდელმა, ნატალია ვოდიანოვამ მოაწყო, მხოლოდ ორი ქართველი დიზაინერისთვის გამოიძებნა ადგილი, გოლადამიანისა და ჯაბა დიასამიძისთვის.

რადიო „ფორტუნა“ გოლას ექსკლუზიურად დაუკავშირდა.

გოლა:

პარიზში, სასტუმრო „რიცში“, მიროსლავა დუმას ორგანიზებით, ჩატარდა BFFI Fashion Awards, სადაც ხუთი დიზაინერი მონაწილეობდა, მათ შორის მე და ჯაბა დიასამიძეც გახლდით, დანარჩენი რუსი დიზაინერები იყვნენ.

არ ვიცი, როგორ მომძებნეს, როგორც ჩანს, ნახეს ჩემი ნამუშევრები და დაინტერესდნენ, რადგან ამ ღონისძიებაზე მიმიწვიეს. ეს არის ივენთი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა დიზაინერებს ბრენდის განვითარებასა და პიარში. რის შემდეგაც მათი კოლექციები იყიდება „ბრაუნსში“.

გოლა, ბევრი ცნობილი სახე ვნახეთ ფოტოებზე…

დიახ, ისინი ამ ივენთზე მოდიან იმისთვის, რომ ახალ დიზაინერებსა და მათ ნამუშევრებს გაეცნონ და შეაფასონ. უკვე დავიწყებ მუშაობას ახალ კოლექციაზე, რომელიც მაღაზიებში გაიყიდება.

რაც შეეხება ამ კოლექციას, ის თბილისში, „მერსედეს ბენც ფეშენ უიქზე“ იქნება წარმოდგენილი. მის გაყიდვა არ შეიძლებოდა, უბრალოდ, საჩვენებლად გვქონდა წაღებული.

ვისი აზრი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი?

ბევრი ადამიანი იყო იქ, ვისი აზრიც მნიშვნელოვანი გახლდათ, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებდა, როგორ შეაფასებდა ჩემს კოლექციას „ვოგი პარიზის“ ყოფილი რედაქტორი, კარინ როიტფელდი. მან აღფრთოვანება გამოხატა და ამან ძალიან გამახარა. ივენთს ასევე ესწრებოდნენ კიმ კარდაშიანი, ანა დელ რუსო, ნატაშა პოლი, კორტნი ლავი, ირინა შეიკი… ყველა პირადად იყო მოსული. კომპლიმენტებიც ითქვა. იქ ასევე იყვნენ ყველა ცნობილი მოდის ჟურნალისა და ინტერნეტსაიტების რედაქტორები.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები