ქართველი ბიზნესმენის, მილიონერის, ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე (თოშა) ქებურია ქორწინდება. მისი რჩეული ულამაზესი გოგონა ქეთი ჟღენტია. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“, დაწერა ქეთიმ ფოტოზე, რომელიც მათ ნიშნობაში უდიდესი ტორტის გაჭრას ასახავს.
შეგახსენებთ, რომ დაქორწინებამდე თოშა ქებურია მომღერალ ქრისტინე იმედაძის შეყვარებული იყო. წყვილი დიდხანს ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ და ცნობილი გახდა, რომ თოშა ქეთიზე ქორწინდებოდა.
როგორც „ფორტუნასთვის“ გახდა ცნობილი, გრანდიოზული ქორწილი გაზაფხულზე შედგება. ქეთიმ ქორწილისთვის კაბა ცნობილი ლიბანელი დიზაინერის, ელი სააბის მაღაზიაში, დედასთან ერთად აარჩია.