LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია რუსულმა პრესამ ქმარს გააშორა – რა ხდება სინამდვილეში

50

რუსული საიტი dni.ru აქვეყნებს სტატიას სათაურით: „რუსულმა მედიამ ქეთა თოფურია ქმარს გააშორა“, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსული პრესის ცნობით, „ა სტუდიოს“ სოლისტის 4-წლიანი ქორწინება დასრულდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჟურნალისტებმა ქეთას მეგობრებისგან გამოარკვიეს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, შემსრულებელი თავის ქალიშვილთან, ოლივიასთან ერთად ცალკე ცხოვრობს. ზოგი ამის მიზეზად ქეთას რომანს ასახელებს რეპერ გუფისთან, ზოგი კი ამბობს, რომ ქმართან ურთიერთობა გაცილებით ადრე აერია. რუსულ მედიას მოჰყავს ქეთას დედის, ნატა თოფურიას კომენტარი ერთ-ერთ გადაცემასთან, სადაც მან აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილი და ლევ გეიხმანი ერთმანეთს იშვიათად ხედავენ.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად რეალურია ქეთასა და ლევ გეიხმანის გაშორების ამბავი და პროდიუსერ ნატო დუმბაძეს დავუკავშირდით, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ქეთა იმდენად დაღლილია ერთსა და იმავე შეკითხვაზე პასუხის გაცემით, რომ ამ თემაზე ჟურნალისტებს აღარ ეკონტაქტება – „ფაქტია ის, რომ ლიოვა და ქეთა თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ“, გვითხრა ცნობილმა პროდიუსერმა.

ნინო მურღულია

 

💞

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

А Вы помните какая маленькая была Ливи?)))

A post shared by Кэти Топурия и малышка Оливия❤ (@keti_livi) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები