LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიამ ქმართან გაშორება აღიარა – „დიდი ხანია, ერთად აღარ ვართ…“

67

ქეთა თფოურია „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე, ჟურნალისტების დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ადასტურებს, რომ ქმარს გაეყარა. ამის შესახებ ის თავად წერს, აქვეყნებს ფოტოს, სადაც მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ გეიხმანი და პატარა ოლივია არიან გამოსახულნი და ექსქმარს სიყვარულს უხსნის:

„ლევჩიკ, მადლობა შენ იმ ბედნიერებისთვის, რასაც ოლივია ჰქვია. ძალიან მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ერთად აღარ ვართ, ჩვენ ოჯახი ვართ, მეგობრები და ეს სამუდამოა. მიყვარხარ!..“ – აღნიშნავს ქეთა.

შეგახსენებთ, რომ რუსული პრესა საკმაო ხანია წერს, რომ ლევი და ქეთა ერთად აღარ არიან. ქეთას გარემოცვა ამ ამბავს არ ადასტურებდა, სანამ თავად მომღერალმა არ დაწერა გაშორების შესახებ.

ლევისა და ქეთას ქორწინება მცოლოდ რამდენიმე წელს ითვლის. რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი შემსრულებლის, დედა, ნატა თოფურია, შვილის ქორწინებაში გაჩენილი ბზარის შესახებ საუბრობდა და ამბობდა, რომ ლევი ოჯახთან ერთად დროს ვერ ატარებდა და ძირითადად, სულ აშშ-ში იყო, სადაც ქეთა არცთუ ხშირად ჩადიოდა თავისი დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო. როგორც ჩანს, ოჯახის დანგრევის მიზეზი სწორედ ეს გახდა. გარდა ამისა, რუსული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთას რომანს რეპერ გუფისთან, თუმცა ჯერჯერობით, მომღერალს და არც რეპერს ეს ამბავი არ დაუდასტურებიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები