LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიას წელსზევით შიშველი ფოტო – „არ წყდება ზარები მამაკაცების ჟურნალებიდან…“

1244

მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაშორდა, აშკარაა, რომ თამამი ქეთა თოფურია კიდევ უფრო თამამი გახდა. ის არაჩვეულებრივ ფორმაშია და რასაკვირველია, მის თაყვანისმცემლებს ძალიან მოსწონთ მისი ფოტოები საცურაო კოსტიუმებში, რომლებსაც ხშირად აქვეყნებს.

ახლახან კი „ინსტაგრამზე“  წელსზევით შიშველი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„ამ დრომდე არ წყდება ზარები მამაკაცების ჟურნალებიდან – სურთ გადამიღონ, მაგრამ მე შიშველ გადაღებას არასდროს ვთანხმდები, მაქსიმუმი, რაზეც წამსვლელი ვარ, ჩემი ლამაზი ზურგის ჩვენებაა)

მახსოვს ერთხელ ყვითელი გაზეთის ყდისთვის გადამიღეს, სადაც შიშველი ზურგით უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მითხრეს, ქეთი, მოდი ორი კადრი წინიდან გადავიღოთ, თქვენ ხელები მიიფარეთ, თუკი არ მოგეწონებათ, რასაკვირველია, თქვენი თანხმობის გარეშე არსად დავბეჭდავთო… და როგორ ფიქრობთ? გამოგვიგზავნეს მთელი ფოტოსესია, გარეკანისთვის ავირჩიეთ ის ფოტო, სადაც ზურგი ჩანდა და ტა და და დამ – გამოდის ჟურნალი და მე ანაფსით ვარ, მიყვარს ყვითელ გამოცემებზე, ვაღმერთებ)

შიშველ ფოტოებშიც არაა საქმე. დასავლეთში ასეთ ფოტოგადაღებებს რომ შეხედოთ, ისე გამოიყურება, როგორც ფეშენგადაღებები, ჩვენთან კი ძალიან ვულგარულია, მაგრამ ჟურნალი ხომ უნდა გაიყიდოს, გასაგებია…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები