LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვეს დარჩება

997

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვეს დარჩება. ამის შესახებ  ინფორმაციას ინდოელი პროდუსერი დარისპან პრაშერი საკუთარ “ფეისბუკის” გვერდზე ავრცელებს. დარისპან პრაშერია ერთ-ერთი, რომელიც წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

“გილოცავთ საქართველოს, წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილების საქართველოში ყოფნის ვადა 6 თვით გაგრძელდა,” – წერს დარისპან პრაშერი.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 6 თვის გასული წლის 23 სექტემბერს ჩამოიტანეს.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. დედოფალმა უარი თქვა, შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები