LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუა 23 ივლისს “ბლექ სი არენაზე” ნამდვილ ზაფხულის დღესასწაულს გვპირდება

212

ამ წუთებში სასტუმრო “რუმსში” დასრულდა პრესკონფერენცია, სადაც “ბლექ სი არენას” დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა, “ისტერნ პრომოუშენსის” წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილმა და გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელმა თეომა ცირამუამ ქეთი მელუას 23 ივლისს დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისაუბრეს.

როგორც ანი კავლელიშვილმა აღნიშნა, ბილეთების გაყიდვა წინა კვირას დაიწყო და უკვე 1500-მდე ბილეთია გაყიდული. კონცერტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ღონისძიება ანშლაგით ჩაივლის.

ქეთი მელუას კონცერტის გამართვის იდეა, “ბლექ სი არენის” ხელმძღვანელობასთან ერთად, “ისტერნ პრომოუშენსს” ეკუთვნის. ეკა კუპრეიშვილის თქმით, ქეთი მელუა საქართველოში ჩამოდის ინგლისურ ბენდთან ერთად, სპეციალური სტუმარი კო გორის ქალთა გუნდი იქნება.

თეონა ცირამუა ქეთი მელუასთან შეათახმებს იმ პროგრამას, რომელიც კონცერტზე იქნება წარმოდგენილი. გორის ქალთა გუნდთან ერთად ჩაწერილი ალბომიდან შესრულდება ყველა სიმღერა, გარდა საშობაო კომპოზიციებისა, ხოლო ის სიმღერები, რომლებსაც ევროპულ ტურნეშო ასრულებდნენ ბისზე, ძირითად პროგრამაში გადმოინაცვლებს.

ქეთი ასევე თავის სახელგანთქმულ ჰიტებსაც შეასრულებს.

მან ქართველი მსმენელისთვის სპეციალური მიმართვა გამოაგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში კონცერტის გამართვა ძალიან უხარია. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ვარსკვლავს აქამდე ამ მასშტაბის კონცერტი სამშობლოში არ გაუმართავს.

რაც შეეხება ბილეთებს – მათი შეძენა უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge. ფასები 20-დან 120 ლარამდე მერყეობს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები