LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუა Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

133

Black Sea Arena-ზე 23 ივლისს, ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება.

“ზაფხულის დღესასწაული“,  – ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება.

ქეთი მელუას აკომპანირებას გაუწევს ინგლისური ბენდი   (Tim Harries – ბასგიტარა, Mark Edwards – კლავიში, Simon Lea – დასარტყამი ინსტრუმენტი, Paul Sayer – გიტარა). სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კაპელა.

კონცერტის ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე დღეიდან არის შესაძლებელი. ფასები 20 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის.

კერძოდ, VIP სექტორში ბილეთების შეძენა 120 ლარადაა შესაძლებელი, A კატეგორიის ბილეთები 100 ლარი ღირს, B კატეგორია 60 ლარი, c კატეგორია 50 ლარი, D კატეგორია – 40, E – 30, ხოლო F კატეგორია 20 ლარი ღირს.

ამასთან, შშმ პირთა ბილეთი ითვალისწინებს ერთი თანმხლები პირის დასწრებას კონცერტზე. თანმხლები პირი ისარგებლებს შშმ პირის მიმდებარედ განთავსებული ადგილით.

ქეთი მელუას კონცერტი Check in Georgia-ში ფარგლებში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები