LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ალბომი ბრიტანეთის საუკეთესო ალბომების ათეულშია!..

151

ქეთი მელუას რიგით მეშვიდე, ახალი ალბომი „In Winter“ მომღერალმა საქართველოში ჩაწერა. მისი პირველი სიმღერის „Dreams On Fire“ ვიდეო თბილისის განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრშია გადაღებული. ალბომი ძალიან საინტერესო 10 ნამუშევარს აერთიანებს, ყველა კომპოზიცია გორის ქალთა გუნდთან ერთადაა შესრულებული და უბრალო მსმენელთან ერთად, მუსიკალური კრიტიკოსების სრული აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

რაც შეეხება ქეთის მუსიკის თაყვანისმცემლებს, მისი განსხვავებული ალბომი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. როგორც ქეთიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ალბომების ათეულში მისი და გორის ქალთა გუნდის ნამუშევარი მეცხრე პოზიციაზეა. ათეულში ისეთი დიდი მუსიკოსები შედიან, როგორიც ფილ კოლინზია.

გორის ქალთა გუნდი ქეთისთან ერთად ტურნეს იწყებს, რომელიც 3 დეკემბრამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები