LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

29

ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ძლიერმა თოვამ მოცემულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. ამ ეტაპზე გზის ერთი მიმართულება გაწმენდილია, ხოლო გზის მეორე მხარე იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაობს 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სპეციალისტები მგზავრებს მოუწოდებენ, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები