LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე იმედაძეს ბაიკერმა ვარდი მანქანაში შეაწოდა

602

მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ სოციალურ ქსელში დადო ფოტო, სადაც ასახულია, როგორ ჩუქნის მას უცნობი ბაიკერი ვარდს.

მეგობრები სთხოვენ ქრისტინეს, მოყვეს, ვინ არის ეს უცნობი ბიჭი, თუმცა რასაკვირველია, მომღერალი არ ამხელს მის ვინაობას. ერთ-ერთი მეგობარი კი წერს:

„იმკითხაონ ახლა, ვინ არის ეს ბაიკერი“.

ქრისტინეს მამიდა, ია ფარულავა ვარაუდს გამოთქვამს და წერს: „ისაა, ჩვენ რომ ვიცით? ქე რომ სწრაფი მანქანები უყვარს?“

სავარაუდოდ, ია ფარულავა გულისხმობს ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ვაჟს, თორნიკე, იგივე თოშა ქებურიას, რომელსაც ძალიან უყვარს მოტო და ზოგადად, მანქანები და შეჯიბრებებზეც გამოდის აქტიურად. მის კოლექციაში, ცნობილია, რომ უამრავი ცნობილი ფირმის მანქანაა…

თბილისში დიდი ხანია, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თოშასა და ქრისტინეს რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა მომღერალი და
ბიზნესმენის ვაჟი ამაზე საჯაროდ არასდროს საუბრობენ…

13241293_10154186442242748_4612001394702603978_n

page

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები