LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში შარლიზ ტერონის ფილმის პირველი ტრეილერი გამოჩნდა (ვიდეო)

82

ქსელში შარლიზ ტერონის მონაწილეობით ფილმის „ტალი“ პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა. ეს არის ფილმი, რომლის გამოც მსახიობმა 15 კილო მოიმატა.

კომედიაში ვარსკვლავი მრავალშვილიანი დედის როლს ასრულებს, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ მეოთხე ბავშვზე არის ორსულად. მისი დაბადების შემდეგ კი ის იძულებულია ძიძა დაიქირაოს და სწორედ ამ მომენტიდან იწყება მთავარი ისტორია.

ფილმის რეჟისორი ჯეისონ რაიტმანია, პარტნიორობას კი ტერონს მაკენზი დევისი, რონ ლივინგსტონი და სხვა მსახიობები უწევენ. ფილმის პრემიერა 20 აპრილს არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები