LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი ენგურჰესის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს ეწვია

70

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენგურჰესის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთში დიმიტრი ქუმსიშვილი ადგილობრივი ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგოს“ დირექტორს ასლან ბასარიას და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესისა და აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთის რეგიონის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის ტექნიკურ დეტალებზე, აგრეთვე ზამთარში რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებისა და 2019 წელს ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოების განხორციელების საკითხებზე.

ქუმსიშვილმა აგრეთვე დაათვალიერა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ენგურჰესის ელექტროსადგური და სხვა ენერგო და ჰიდრონაგებობები. მასთან ერთად აფხაზეთში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები