LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში ინვესტიციების მოზიდვა გაგრძელდება

80

ქუთაისის აეროპორტთან მიმართებაში ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ერთმნიშვნელოვნად ინვესტიციების მოზიდვას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, 2018 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ამბროლაურის აეროპორტზეც და აღნიშნა, რომ აეროპორტი არის ძალიან წარმატებული.  ”ამბროლაურის აეროპორტი არის ძალიან წარმატებული. 1900 მგზავრი ჰყავდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ფრენა. ეს ხელს უწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას. ქუთაისის აეროპორტთან მიმართებაში ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ერთმნიშვნელოვნად ინვესტიციების მოზიდვას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები