LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა გარდაიცვალა

35

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე კორპუსის მშენებლობაზე ორი მუშა გარდაიცვალა.  შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უბედურ შემთხვევას ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მერი გამოეხმაურა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მშენებლობების საკითხი მოსაწესრიგებელია და წესები გასამკაცრებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები