LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დიაგნოზი დაუსვეს რობი უილიამსს – “ვერ ვაცნობიერებ, როგორ ხდება ეს”

147

თაყვანისმცემლები რობი უილიამსის ექსცენტრიულობას უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ. საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ვარსკვლავი უკან არაფერზე იხევს. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, ახალი ალბომის გარეკანისთვის ის ხეზე შიშველი აცოცდა, მანამდე კი მუსიკოსმა აღიარა, რომ არ იცის, როგორ გამოიყურება მთლიანი კიტრი, რადგან ის მხოლოდ დაჭრილი აქვს ნანახი…

ამ დღეებში რობიმ აღიარა, რომ პერიოდულად ფსიქიკური აშლილობით იტანჯება და ეს უკანასკნელი ერთი წელი გრძელდება. 43 წლის უილიამსის თქმით, მას დიაგნოზი Nocturnal Sleep-related Eating Disorder დაუსვეს, რაც ნიშნავს მთვარეულს, რომელიც ღამის განმავლობაში გაუცნობიერებლად დგება და განუსაზღვრელი ოდენობით ჭამს. სწორედ ამ პრობლემას მიაწერს უილიამსი ბოლო დროს მკვეთრად მომატებულ კილოგრამებს.

„ძალიან უცნარია. მძინავს, ვდგები და ვჭამ ძალიან ბევრს… ვერ ვაცნობიერებ, როგორ ხდება ეს“. ვარსკვლავი აღიარებს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნილება ტკბილეულზე აქვს.

ცნობისთვის, რობის პრობლემით მსოფლიოს 1,5% იტანჯება. მიზეზად სტრესი და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები