LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში ფუძეობა დათო არჩვაძის საავტორო კონცერტით აღინიშნება

175

27 აგვისტოს, რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში, რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი, „ფუძეობა“ ტარდება. როგორც მომღერალმა და კომპოზიტორმა, დათო არჩვაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, ფუძეობაზე ის საავტორო კონცერტს გამართავს, რომელშიც უამრავი ცნობილი სახე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ნანი ბრეგვაძეც.

„წელს რაჭაში ფუძეობა აღინიშნება ჩემი საავტორო კონცერტით, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა!!!

მით უმეტეს, რომ კონცერტის მონაწილეები გახლავან ქათული სცენის უდიდესი ლეგენდა.

* ქალბატონი ნანი ბრეგვაძე *

ეკა მამალაძე და ნუკრი კაპანაძე ჩემს კვარტეტებთან (“კვარტეტ ჰანგებთან”) და (“ახალ კვარტეტთან”) ერთად

ასევე ძალიან სასიხარულოა ჩემთვის “ანსამბლი ძირიანის”და Tornike Skhiereli -ს მონაწილეობა, რომლებიც სავარაუდოდ, ჩემს folk-ის თემაზე შექმნილ სიმღერებსაც შეასრულებენ ჩვენ კვარტეტებთან ერთად 🥁🎼

უდიდესი მადლობა წინასწარ Kristina Kobakhidze-ს ამ ყველაფრის დაორგანიზებისთვის !! ბატონ Gocha Enukidze-ს და ყველას თანადგომისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები