LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ურჩევენ თამო ვაშალომიძეს თამამი კაბის გამო – „შეგიძლია იარო ტიტველმა, საერთოდ, უტრუსიკომ…“

836

თამო ვაშალომიძის გულახდილმა კაბამ, რომელიც ფოტომოდელმა მოდის კვირეულზე მოირგო, სოცქსელში ხალხი აალაპარაკა. განსაკუთრებით, ქალბატონები. ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი თამო ვაშალომიძისა და ფოტოგრაფ გიორგი  კიკალიშვილის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „მამაკაცი აშკარად ძალადობის მსხვერპლია, ისევე, როგორც ფეშენ ვიკი“.

კაბას სხვა ინტერნეტმომხმარებლებიც ეხმაურებიან: „რასპრადაჟაზე იყიდა გაზაფხულზე?“, „უფრო ფარდისგან შეიკერა“, „შეგიძლია იარო ტიტველმა, საერთოდ უტრუსიკომ, მაგრამ ბარხატის კაბა ვანდალიზმის აქტია…“, „მარტო ქალები რომ აკომენტარებენ, შურთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება…“, „საბჭოთა კავშირის დროინდელი ძალადობრივად დემოკრატიული სახე აქვს“, „მე ფეშენებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ძუძუები მომწონს…“, „ისე, ჩამოსულმა კრიტიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს: კოლექციებში ჭარბობს შავი ფერებიო, ფორიალა ფანდურა სხეულიო, ქალის სხეულის გამოკვეთა არ გყვარებიათო და საღამოს კაბები არ გაქვთო… ჰოდა, აგერ ამ „პლეიბოი“ გოგომ ყველაფერი ერთ სივრცეში მოახერხა. რას ერჩით ახლა ამის ძუძუებს“, „ ეს ქალი ლალი ტოტიკაშვილს ჰგავს…“.

ფოტოს ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა და დაწერა: „თუ „პლეიბოის“ მოდელია, როგორც ითქვა, მაშინ რა პრობლემაა? როკვარსკვლავს, „პლეიბოის“ ვარსკვლავს და სკოლის მსწავლებელს ერთნაირად რომ ეცვას, ტკივილი და გვრემა ეგ იქნება სწორედ სსრკ-ული“.  

 

unnamed (2)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები