LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არქმევენ ქართველები გოგონებს „არმინდას“ და „მეწყინას“

112

სოციალურ ქსელში ვრცელდება სახელების ჩამონათვალი, რომელიც პოსტის ავტორის აზრით, ცხადყოფს ქალთმოძულეობას საქართველოში.

„ქართულ სახელებში განფენილი მიზოგინია (ქალთმოძულეობა):

–> არმინდა – 31 ადამიანს ჰქვია, 30 ქალია

–> მეწყინა – 17-ს ჰქვია და 17-ვე ქალია

–> ვაკონა (მეგრული: არ უნდათ) – 77-დან 74 ქალი

–> არმინდოდა – 1 სახელია და ქალს ჰქვია

–> გულსარა – 24 ადამიანს ჰქვია, ყველა ქალია

–> გელოდი – 219 და აქედან 218 ბიჭია

–> მოგელი – 241-დან 236 კაცია

–> მოგელ – 46-ვე ბიჭია

–> შენგელი – 263-დან 260 ბიჭია

–> შენგელ – 7-ვე ბიჭია

და ა.შ

–> მინდია – 3112 მინდიაა და ყველა კაცია“ – წერია პოსტში, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს „ფეისბუქში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები