LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაცვალა ნუკა ორჯონიკიძემ ტელევიზია სხვა საქმიანობაზე – „როგორც იქნა, მივაგენი ჩემს საქმეს…“

282

ტელეკომპანია „მარაოზე“ გადაცემა „ანფასი“ მიჰყავდა. მას შემდეგ, რაც თოქშოუ ეთერში აღარ გადის, ტელეჟურნალისტმა, ნუკა ორჯონიკიძემ საინტერესო საქმიანობაში ჩაბმა გადაწყვიტა. მან რადიო „ფორტუნას“ წამყვანთან, ნია მოძმანაშვილთან ერთად, ახალი ივენთ-კომპანია „ლა ფეტ“ ჩამოაყალიბა. ნუკა და ნია ახალ საქმეში მთელი გულითა და სულით ჩაერთნენ და საინტერესო და ორიგინალური იდეების დეფიციტსაც არ განიცდიან. მათ ყველა ტიპის ღონისძიებაზე მუშაობა შეუძლიათ.

ნუკა ორჯონიკიძეს ვკითხეთ, რატომ გაცვალა ტელევიზია ამ საქმეზე.

ნუკა ორჯონიკიძე:

„ტელევიზიას ძალიან დიდი დრო მიაქვს, ამ დროს იდეა ბევრია, გრძნობ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლია, ვიდრე აქ ერთ სტუდიაში ჯდომაა. რთულია, სტაბილურობას შეელიო, მაგრამ დგება მომენტი, როცა საკუთარ თავს აძლევ ვადას: ნუკა, ან რამდენიმე თვეში შეძლებ შენი საქმით „ირჩინო თავი“, ან ისევ დაუბრუნდები სტაბილურ რუტინას და შენ გარდა არავის „ბრალი“ არ იქნება, რომ საკუთარ რესურსს მაქსიმალურად არ იყენებ. ასეთი მიზანი პირველად დავუსახე ჩემს თავს და მგონი გაამართლა (იღიმის). თითქმის ერთი წელია, რაც ტელევიზია დავტოვე და მაქვს საკუთარი ივენთ კომპანია „ლა ფეტ“, რომელსაც ძალიან ნიჭიერ ადამიანთან, ჟურნალისტ ნია მოძმანაშვილთან ერთად ვამუშავებ. ამ მცირე პერიოდში უკვე შევძელით და ჩვენი კომპანიის სახელი ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას მთლიანად გავაცანით. ამისთვის არ ვიშურებთ არც დროს და არც ენერგიას. კომპანიების მენეჯმენტს ამ დრომდე ვხვდებით გაცნობითი პრეზენტაციებით.

ჩვენი კომპანია უწევს ორგანიზებას ქორწილს, კორპორატიულ ივენთებს, იუბილეებს, კონფერენციებს, სემინარებს.

როგორ გრძნობ თავს ახალ ამპლუაში?

ძალიან მომწონს ეს საქმე. დადებითი გამოხმაურება მაძლევს უდიდეს ენერგიას. ეს არაა ჩემი ერთადერთი საქმიანობა. უკვე თვეზე მეტია, ჩემს ქმართან ერთად გავაკეთე ვიდეო და საკონსულტაციო ფროდაქშენი და ეს მიმართულებაც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის.წინასაახალწლოდ თითქმის უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობ ორივე მიმართულებით, ეს ნამდვილად არის ჩემი საქმე… როგორც იქნა, მივაგენი (იცინის).

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები