LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რედისონ წინანდლის” მშენებლობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება

130

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ფონდში აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის” (OPIC) მმართველი დირექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ დარგში, ქენეთ ენჯელი მიიღო.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტებისა და გრძელვადიანი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო სასტუმრო „რედისონ წინანდლის” პროექტს, რომელსაც ამერიკული კორპორაცია „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ახორციელებს; ამჟამად წინანდალში მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2017 წელს იგეგმება. OPIC -თან თანამშრომლობა, ასევე, მოიცავს მცირე და საშუალო საწარმოების ფონდ Gazelle Finance-ში თანამონაწილეობას.

”საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის” (OPIC) მმართველ დირექტორთან ფონდის მენეჯმენტმა თანამშრომლობის ეფექტური სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს.

საპარტნიორო ფონდსა და აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან” (OPIC) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის გაზაფხულზე გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია” (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში.

ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერის მიზნით, OPIC-მა საქართველოში დღემდე 50-ზე მეტ პროექტში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაზრდის მიზნით, საპარტნიორო ფონდის დელეგაცია აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის მიწვევით, 2016 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა”, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები