LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგით მეშვიდე თბილისიმარათონი დასრულდა – გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ

83

თბილისიმარათონი დილის ცხრა საათზე დაიწყო და და სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა 50-მდე ქვეყნის 2800-მდე წარმომადგენელმა მიიღო. აქედან 500 ბავშვი იყო. მათთვის სპეციალური საბავშვო გარბენი მოეწყო .

გარბენი რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. მარათონის მონაწილეებმა ფინიშის ხაზი ისევ რუსთაველზე პირველ გიმნაზიასთან გადმოკვეთეს. გარბენი როგორც მოკლე ასევე გრძელ დისტანციებზე მოეწყო.

მოკლე 10 კილომეტრიან დისტანციაში მამაკაცებს შორის საუკეთესო ლუკა გოგოლიშვილი გახდა, მან დისტანცია 33 წუთში დაფარა.  ქალებს შორის კი (42 წუთი) ნათია მაჭავარიანმა გაიმარჯვა.

გრძელ დისტანციაზე მამაკაცებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ქართველ ოლიმპიელ, დავით ხარაზიშვილს ჰქონდა, ქალებში კი ფინიშის ხაზი პირველმა უკრაინელმა აქსანა აიკოლმა გადაკვეთა.

წლევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეთა ეს რაოდენობა რეკორდულია. რეგისტრაციიდან შემოსულ თანხა ქველმოქმედებისთვის გამოიყენება. თანხა დღის ცენტრ “პირველ ნაბიჯში” გადაირიცხება და შენობის რეაბილიტაციას და ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.

2015 წლიდან “თბილისი მარათონი” მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია, შესაბამისად ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება, შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, MYLAPS-ის Official Timekeeping and Data Processing სისტემით მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები