LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც ასეთ ვიდეორგოლს ნახავ შეუძლებელია, არ აივსო ქვეყნის სიყვარულით” – ქართული ოცნების ახალი კლიპი(ვიდეო)

53

“ქართულმა ოცნებამ” ახალი წინასაარჩევნო კლიპი წარადგინა. კლიპის წარდგენაზე გიორგი კვირიკაშვილმა, მის შინაარსზე და საქართველოზე ისაუბრა. მისი თქმით, ორივე მათგანი სიყვარულითაა გაერთიანებული.

კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არ არის უბრალოდ, წინასაარჩევნი კლიპი.

ვიდეორგოლი, ჩემთვის არ არის ერთი პარტიის წინასაარჩევნო კლიპი, არამედ გაცილებით მეტია, სწორედ ადამიანზე საუბრობს. საუბრობს ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც შედგება ძალიან ლამაზი ადამიანებისგან. სწორედ ასეთი ადამიანები არიან, ვინც ქმნიან ​ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს ხვალინდელ დღეს. მიხარია, როდესაც ასეთ ვიდეორგოლს, ნახავ შეუძლებელია, არ აივსო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, შეუძლებელია, არ იგრძნო მისი მაჯისცემა, გულისცემა, შეუძლებელია, არ მოგინდეს კიდევ უფრო მეტი გააკეთო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

ეს არის ჩვენი ქვეყნის კუთხე, სიმდიდრე, სილამაზე, ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ იმ ქვეყანას, რომელსაც ექნება თანამედროვე განათლება, სოფელი იქნება წელში გამართული და სიყვარულით იქნება გაერთიანებული, რაც ყველაზე მთავარია. ასევე, იქნება პროგრესული, იქნება განვითარებული.

მჯერა ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის, რომელიც არის სიყვარულზე დაფუძნებული და სიყვარულით გაერთიანებული“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები