LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამღერა ნუცა ბუზალაძემ თურქეთის ელჩს საქართველოში „თბილისო“ (ვიდეო)

31

ნუცა ბუზალაძე საქართველოში თურქეთის ელჩის გაცილების საღამოს დაესწრო და ელჩთან ერთად „თბილისოც“ შეასრულა. მომღერალმა შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა და დაწერა:

„Good bye event for Ambassador of Turkey in Georgia ❤️ the best part from yesterday, our song “Tbiliso”❤️ თურქეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი საღამო, ყველაზე კარგი ელჩი ელჩებს შორის..“

როგორც ნუცამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 30 ოქტომბერს, თურქეთის დამოუკიდებლობის დღეზეც იმღერებს, სადაც საქართველოსა და თურქეთის ჰიმნებს შეასრულებს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომღერალი ერთ-ერთ უკრაინულ ბენდთან ერთად დუეტის ჩაწერას გეგმავს, რომელზე კლიპიც დამზადდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები