LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქცევიან შეყვარებული ზოდიაქოს ნიშნები

7496

ჰოროსკოპი ყველა ცხოვრებისეული სიტუაციისთვის არსებობს. არის ყოველდღიური, წლის და თვის ჰოროსკოპი, ასევე სასიყვარულო, ჯანმრთელობის და ფინანსური ჰოროსკოპი. ამჯერად  შეყვარებული ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგირ დახასიათებას გთავაზობთ.

 

ვერძი

მამაკაცი – შეყვარებული ვერძი ძალიან თამამია და ყოველთვის თვითონ დგამს პირველ ნაბიჯს. თუმცა, არ უყვარს ორჯერ შეთავაზება და პირველივე უარის შემდეგ სამუდამოდ იკარგება.

ქალი – მამაკაცის მსგავსად ისიც მზადაა გადადგას პირველი ნაბიჯი, რადგან ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში. არასდროს მალავს საკუთარ გრძნობებს და იმდენად ემოციურია, რომ ხშირად თავსაც კარგავს.

107926909_3726595_54_4

კურო

მამაკაცი – მისთვის მთავარი საყვარელი ქალის გამხიარულება და ორიგინალური საჩუქრების გაკეთებაა. თუმცა, თუ მისგან ნიშნობის ბეჭედის ჩუქების იმედი გაქვთ, ძალიან დიდხანს მოგიწევთ ლოდინი.

ქალი – ყოველთვის მხიარული და ენერგიული კურო, გემრიელი სადილითაც გაგიმასპინძლდებათ და გადაწყვეტილებასაც თქვენს მაგივრად მიიღებს, როდის ღირს დაქორწინება.

107926910_3726595_54_5

ტყუპები

მამაკაცი – ყველანაირად ცდილობს საყვარელი ქალის გულის დაპყრობას და ყოველთვის გულწრფელად შეუძლია მისით აღფრთოვანება.

ქალი – ყოველთვის შეუძლია მხარში ამოდგომა და ინტერესდება საყვარელი ადამიანის ყველა ცხოვრებისეული წვრილმანით.

3

კირჩხიბი

მამაკაცი – ყურადღებიანს და მგრძნობიარეს ყოველთვის შეუძლია მოსმენა და საპირისპირო სქესის ნდობის მოპოვება.

ქალი – მამაკაცისგან განსხვავებით კირჩხიბი ქალი იმდენად მორიდებული და ჩუმია, რომ ხშირად მისი გრძნობების დაჯერებაც შეუძლებელია.

4

ლომი

მამაკაცი – ყოველთვის გალანტური და დელიკატური, თავისი დახვეწილი მანერებით ახდენს ქალბატონებზე შთაბეჭდილებას.

ქალი – სიყვარულით გაბედნიერებული, ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში და პარტნიორსაც არასდროს უზღუდავს თავისუფლებას.

5

ქალწული

მამაკაცი – ყოველთვის სწრაფად და მთელი გულით უყვარდება. ამიტომ მასზე ერთგული პარტნიორის მოძებნა, უბრალოდ შეუძლებელია.

ქალი – საგულდაგულოდ მალავს საკუთარ გრძნობებს, თუმცა სიყვარული და ერთგულება, მამაკაცის მსგავსად მასაც სხვებზე კარგად შუძლია.

6

სასწორი

მამაკაცი – ძალიან უყვარს ”საგმირო” ისტორიების მოყოლა საკუთარ თავზე და ხშირად ზედმეტიც მოსდის, რადგან ბევრი მის მხიარულ ისტორიებში მხოლოდ ტყუილს ხედავს.

ქალი – თავშეკავებულს ყოველთვის შეუძლია მამაკაცთან ინტელექტუარი საუბრის გაბმა და თავისი ორატორული ნიჭით ნებისმიერის დამარცხება.

7

მორიელი

მამაკაცი – შეყვარებული მორიელი პარტნიორს ყოველთვის თვალებში უყურებს, არასდროს კარგავს დროს არაფრისმომცემ საუბრებზე და პირველივე პაემანზე შეუძლია ნებისმიერი ქალის მოხიბვლა.

ქალი – მამაკაცის მსგავსად, მასაც ძალიან უყვარს თვალებში ყურება, თუმცა სასურველის ვერ მიღების შემთხვევაში სწრაფად კარგავს ინტერესს.

8

მშვილდოსანი

მამაკაცი – მოსვენებას არ აძლევს თავის რჩეულს და უარის შემთხვევაში უფრო აქტიურდება, რადგან ზედმეტად აზარტულია, იმისთვის, რომ უკან დაიხიოს.

ქალი – მუდამ მხიარული ყოველთვის მზადაა თავგადასავლებისთვის. ძალიან უყვარს თამაში და ყოველთვის ღიად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს.

9

თხის რქა

მამაკაცი – გრძნობებით თავბრუდახვეულ თხის რქას დიდი დრო ჭირდება ემოციებში გასარკვევად. არ უყვარს აჩქარება და გადაწყვეტილებასაც ყოველთვის დამოუკიდებლად ღებულობს.

ქალი – გულწრფელი და მზრუნველი, ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ღებულობს პარტნიორის ცხოვრებაში და დაქორწინების გადაწყვეტილებასაც თვითონ ღებულობს.

10

მერწყული

მამაკაცი – იმდენად მომხიბვლელია, რომ ქალები ხშირად ვერც კი ხვდებიან, როგორ გადადის მათი მეგობრული გრძნობები სიყვარულში. თუმცა, მამაკაც- მორიელს ისევე სწრაფად შეუძლია გაქრობა, როგორც გამოჩენა.

ქალი – არასდროს აშინებს აქტიურობა და თავისუფლად შეუძლია დაუკითხავად შეუსახლდეს მამაკაცს სახლში.

11

თევზები

მამაკაცი – სწორედ მათი მოგონილია რომანტიკა, ცრემლების ღვრა და სასიყვარულო ლექსების მიზღვნა. თუმცა, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არასდროს გამოსდით.

ქალი – ბუნებით რომანტიკული ყოველთვის იბნევა საყვარელი მამაკაცის გამოჩენაზე. თუ გეჩვენებათ, რომ მას თქვენი ეშია, დარწმუნებული იყავათ, რომ სწორედ თქვენშია შეყვარებული.

12

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები