LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე

331

იმისთვის, რომ სახლში საახალწლო განწყობა შევქმნათ, სულაც არაა აუცილებელი ძვირადღირებული აქსესუარები. არსებობს მარტივი და პრაქტიკული რეკომენდაციები, როგორ დავამზადოთ საახალწლო აქსესუარები სახლის პირობებში და შევქმნათ საშობაო განწყობა. როგორც წესი, ხელნაკეთ აქსესუარებს ნაძვის ხის მოსართვად იყენებენ, თუმცა ჩვენ შევეცდებით, შემოგთავაზოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი იდეები კედლის, ჭერის , ჭაღებისა და მაგიდების მოსართავად.

ხელნაკეთ საახალწლო აქსესუარებს შორის პირველ ადგილზეა გირლანდა. ისინი სხვადასხვა მატერიებისგან მზადდება. ძალიან პოპულარულია ქაღალდისგან დამზადებული ლამაზი ჯაჭვები, ფიფქები, ვარსკვლავები და სხვა ფიგურები. ასევე, ძალიან ლამაზია გოფრირებული ქაღალდი, რომელსაც განსაკუთრებული ფორმების მიღებაც არ სჭირდება.  ძალიან პოპულარულია ე.წ კვილინგი, ესაა ხელსახოცისგან ამოჭრილი ფიგურები, რომელიც ძაფზეა დაკიდებული.

შესაძლებელია, გირლანდები კიდევ უფრო ორიგინალური გახადოთ, თუ მათ კანფეტებისგან, ან პოპკორნისგან დაამზადებთ. ასევე პოპულარულია ნაქსოვი გირლანდები, მაგალითად  –  ფიფქების ფორმის. გაითვალსიწინეთ, რომ რაც უფრო ნათელი, ფერადი და დატვირთულია გირლანდა, მით მეტად სადღესასწაულოა ის. არაა აუცილებელი, ამ უკანასკნელით ნაძვის ხე მორთოთ, გირლანდები აქტიურად გამოიყენება კედლებისა და ფანჯრების მოსართავად.

გირლანდების გარდა საკუთარი ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ ნაძვის ხეები, სანათები და სანთლები. განსაკუთრებით პოპულარულია საახალწლო სათამაშოების მორთვა. ამისთვის საკმარისია უკვე მზა საახალწლო ბურთები, რომლებიც ყველაზე იაფი ჯდება. მათზე შეგიძლიათ დააწებოთ თქვენს მიერ ამოჭრილი ფერადი ფიგურები, დახატოთ სასურველი ორნამენტები, გააფერადოთ, შეკრათ ძაფებით ან მოქსოვოთ სპეციალური ჩასადები. იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა გააორმაგოთ, წინასწარ დაალაგეთ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის. ასევე, საკუთარი ხელით მოამზადეთ ამ საჩუქრების შესაფუთი მასალა, ამისთვის საკმარისია ლამაზი ქაღალდი და ფერადი ლენტი. ასევე ძალზედ ორიგინალურად გამოიყურება ლენტებითა და სანათებით აწყობილი ნაძვის ხე ან სანტა კლაუსი, რომელიც ძალიან უხდება ცარიელ კედელს. ცხადია ფონს ვერ გახვალთ საახალწლო წინდების გარეშეც, რომლის ამოჭრაც ასევე ლამაზი ქაღალდით შეიძლება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარი, ესაა სამაგიდე მოწყობილობები. მაგალითად სპეციალური სადგამები ჭიქებისთვის.საახალწლო სუფრას  ძალიან უხდება ხელით მოხატული შამპანურის ბოთლები, სათამაშოების კომბინაცია დეკორის სახით და სანთლები. არ იფიქროთ რომ ამ ყველაფერს დიზაინერი სჭირდება. აქ ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მაგალითად ბევრი ნაძვის ხის მოსართავად მძივებს იყენებს, კიდევ ერთი ორიგინალური მეთოდი, ნაძვის ხის მაკარონით მორთვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები