LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მსოფლიოში ყველას სჯობს: ფიფაც ამავე აზრზეა

87

კრიშტიანო რონალდო ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს მიიღებს.
„რეალის“ ფორვარდი მზადაა ჯილდოების კოლექცია შეავსოს.

ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების გამოკითხვით რონალდომ „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის და „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს აჯობა, ასე ამტკიცებს Mundo Deportivo.

ჯილდოების ჩამორიგების ცერემონია 9 იანავარს ციურიხში ფიფას შტაბ-ბინაში მოხდება.

2016 წლის შედეგებით რონალდომ „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, პორტუგალიის ნაკრებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ახლახან კი იგი France Football-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და „ოქროს ბურთი“ მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები