LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ჩემპიონის საუკეთესო მცველი: საბა კვირკველია დააჯილდოვეს

53

მოსკოვის “ლოკომოტივმა” რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში მოსკოვში 2:1 სძლია “ანჟის” და მატჩის დაწყებამდე “ლოკოს” ქართველი ლეგიონერი საბა კვირკველია დააჯილდოვეს.

საბა გასული სეზონის გუნდის საუკეთესო ცენტრალურ მცველად აღიარეს და სპეციალური პრიზი გადასცეს. მან ეს შეხვედრაც შეუცვლელად ჩაატარა.

სხვათა შორის, გულშემატკივრებმა ის წინა სეზონის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

“ლოკომოტივი” 8 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და 1 სექტემბერს სტუმრად “კრასნოდარს” ხვდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები