LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა მაყაშვილის სახელით სკოლებში ბავშვებს ფილმის კასტინგზე მოტყუებით ეპატიჟებიან – „თუ ეს სიმართლეა, პასუხს მოვთხოვ…“

76

ფორტუნა ჯი-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სალომე გოგიაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილის სკოლაში მივიდა რეჟისორი, რომელმაც ამოარჩია მოსწავლეები, მათ შორის, მისი ვაჟი ციბუკაც, ახალ საბავშვო ფილმში სათამაშოდ. როგორც სალომემ მოგვიყვა, რეჟისორის სახელი და გვარი რომ იკითხა, მას აგრესიული ტონით უპასუხეს და ყურმილი დაუკიდეს, შემდეგ კი გაიგო, რომ რამდენიმე მშობელს, რომლებმაც შვილები კასტინგზე მიიყვანეს, 300-300 ლარი მოსთხოვეს.

ახლახან „ფეისბუქზე“ ამის შესახებ სტატუსი გაავრცელა მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა, რომელიც წერს: „SOS!!! ვაცხადებ, რომ არანაირი ჯაფარიძის ფილმში არ ვთამაშობ, არც ამ ფილმის კასტინგზე ვზივარ და საერთოდ, პირველად მესმის ეს ყველაფერი!. უკვე მეორედ მირეკავენ და მეუბნებიან ამ ყველაფერს! ეს გიორგი იყენებს ჩემს სახელს, რომ ვითომ მე ვთამაშობ ამ ფილმში, უტარებს ბავშვებს კასტინგს და ამაში ბავშვების მშობლებს ფულს ახდევინებს. ვაფრთხილებ ამ ადამიანს, კიდევ თუ გავიგე, რომ ის ჩემს სახელს იყენებს და ატყუებს ხალხს, აუცილებლად სასამართლოში ვუჩივლებ! თუ ეს ინფორმაცია მართალია…“

რუსკას მეტი დეტალის გასაგებად დავუკავშირდით.

რუსკა მაყაშვილი:
თქვენ მეოთხე ხართ, ვინც დღეს მირეკავს. დამირეკა სალომე გოგიაშვილმა და მითხრა, რომ ჩემი სახელით სკოლებში ბავშვებსა და მათ მშობლებს ატყუებენ. საბავშვო ფილმში არ ვთამაშობ და ჩემი სახელი არ დომინირებს მსგავს პროექტში. არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი დის, ნინუცას სახელსაც იყენებს, ასე მითხრეს. თავს ვერ დავდებ ამ ინფორმაციაზე, მაგრამ თუ სიმართლეს შეესაბამება, ნამდვილად მოვთხოვ პასუხს. ვცდილობ გავარკვიო, როგორ დაუკავშირდა ჩემი სახელი და გვარი ამ ყველაფერს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გავიგე, რომ მშობლებს ფულს ახდევინებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები