LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დაიწყო

121

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა “ვარდების მოედნიდან” ჯერ ქაშუეთის, ხოლო შემდეგ სამების მიმართულებით უკვე დაიწყო. მსვლელობაში სხვადასხვა ვოკალურ- ქორეოგრაფიული ანსამბლები და ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის„ წევრები მონაწილეობენ. მსვლელობის მონაწილეებს ,ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ, მსვლელობა ლოცვის ფონზე მიმდინარეობს.

ვარდების მოედნის პარალელურად  ფილარმონიასთან გვარები იკრიბებიან , რომლებიც დღეს პატრიარქმა უნდა დალოცოს.

12 მაისის ღონისძიებების მესამე ლოკაცია ქაშუეთის ტაძარია,   სადაც დღეს 10 მეუფის მიერ წირვა აღევლინა. ტაძრის ეზოში  მრავალშვილიანი ოჯახები არიან შეკრებილი. ოჯახები რომლებსაც 6 შვილი ჰყავთ დღეს დაილოცებიან.

სამივე ლოკაციიდან მრევლი და მსვლელობის მონაწილეები,  სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართებიან, სადაც დღის 2 საათზე ერს პარტიარქი ილია მეორე დალოცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები