LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

85

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, საბადრაგო სამსახურმა პატიმარი პროცესზე მიიყვანა, რა დროსაც ის სავარაუდოდ ბრალდებულებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პატიმრის ინტერნსიური ძებნა.

სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები პატიმრის ფოტოს ასლით მოძრაობენ ქალაქში და ადგილობრივებს მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები