LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რუსთავის წყალი” სემეკ-ის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

138

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს შეაფერხებს.

ასე გამოეხმაუხმურა ”რუსთავის წყალი” სემეკ-ის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად კომპანიას წყალმომარაგების ტარიფი შეუმცირდა.

„რუსთავის წყალი“ სამომხმარებლო ტარიფების ცვლილების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი.

”კომპანიის მენეჯმენტი არ ეთახმება სემეკ-ის მიერ დღევანდელ სხდომაზე დადგენილ ახალ, შემცირებულ ტარიფებს, რომელიც კომისიამ კომპანიას რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში მცხოვრები აბონენტებისთვის განუსაზღვრა და მიიჩნევს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი. სემეკის უსამართლო და მცდარი გადაწყვეტილების შედეგად „რუსთავის წყალი“ წამგებიანი კომპანია გახდა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ რუსთავში წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს” – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, კომპანიას მემკვიდრეობით გადაეცა ამორტიზებული ქსელი და  ტარიფიდან მიღებული შემოსავალი სწორედ ქსელის განახლებას ხმარდება.

”ლარის დევალვაციის ფონზე, როდესაც კომპანიას 30%-ით გაეზარდა ხარჯები, სემეკ-მა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და  ტარიფი თითქმის 20%-ით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან შეაფერხებს ქალაქ რუსთავში ინფრაქტრუქტურის განახლების პროცესს” – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ  „რუსთავის წყალი“ სემეკ-ის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” წყალმომარაგების ტარიფის გაზრდას ითხოვდა, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ტარიფი შეუცირა. წყალმომარაგების ტარიფის ზედა ზღვარი კომპანიას სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე დაუდგინეს.

”რუსთავის წყალი” გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდას მოქმედი 3-ლარიანი გადასახადიდან სულზე 3.147 ლარის ტარიფს ითხოვდა, კომისიამ კი ტარიფის ზედა ზღვარი კომპანიას 2.07 ლარამდე შეუცირა. გარდა ამისა, ”რუსთავის წყალი” არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ერთ კუბურ მეტრზე მოქმედი ტარიფის – 3.5 ლარის ნაცვლად, 4.4 ლარს ითხოვდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით კი ტარიფის ზედა ზღვარი 2.695 ლარი დადგინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები