LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში გადათხრილ გზაზე დაგუბებულ ტალახში ბავშვები ბანაობენ (ვიდეო)

116

დაუჯერებელ ვიდეოებს ავრცელებენ რუსთავის მკვიდრნი სოციალურ ქსელში. ორ ვიდეოში, რომლებიც „ფეისბუქზე“ გამოჩნდა, ასახულია ქალაქ რუსთავში მომხდარი შემთხვევა, სადაც გადათხრილ გზაზე დაგუბებულ ტალახით სავსე თხრილში ბავშვები ბანაობენ.

ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია რუსთავის მცხოვრებლებს და არა მხოლოდ მათ შორის. ერთ-ერთი კითხულობს, ჰყავთ თუ არა ამ ბავშვებს პატრონი, რაზეც მეორე პასუხობს, რომ ბავშვებს ჰყავთ პატრონი და ქალაქ რუსთავს – არა. „აივსება ხვალ საავადმყოფოები და მერე იკითხავთ, რატომო“, აღნიშნავს კიდევ ერთი კომენტარის ავტორი.

ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი კი წერს: „ჯაკუზი მაინც დადგით. გააზიარეთ, იქნებ, ნახოს ვინმემ და მოგვხედოს. იასნა, მეცხრამეტე…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები